თუ თვლით, რომ დაირღვა თქვენი როგორც მომხმარებლის უფლება, შეგიძლიათ მოგვმართოთ წერილობითი საჩივრით. თქვენს საჩივარს განიხილავს კომპანია „სიმნეტის“ შესაბამისი სამსახური, კომპანიაში არსებული რეგულაციების შესაბამისად და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გეცნობებათ 15 კალენდარული დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ მოხდეს თქვენი საჩივრის განხილვა, აუცილებელია მასში დაფიქსირებული იყოს:
- საჩივრის წარმდგენის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ნომერი ან ელ. ფოსტის მისამართი და თარიღი;
- სააბონენტო ნომერი ან აბონენტის ნომერი (UID);
- მოთხოვნის/პრეტენზიის შინაარსი;
- გარემოება, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა.
საჩივრის გამოგზავნა შეგიძლიათ ელექტრონულად - newsimnet@gmail.com ზეპირი საჩივრის რეგისტრაცია შესაძლებელია ცხელ ხაზზე დარეკვით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 0322 500 301.